Thursday, January 30, 2014

მასწავლებლობა სითბო, სიყვარული, ზრუნვა და დიდი პასუხისმგებლობა

    

 აბრაამ ლინკოლნის წერილი მასწავლებელს

ვიდრე აბრაამ ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყბდა , მან წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.

ძვირფასო მასწავლებელო!

მან აუცილებლად უნდა გაიგოსს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის , თუმცა აუცილებლად მინდა იცოდეს, რომ ყველა არამზადას უკან გმირი იმალება.

ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.

მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ხუთ დოლარს, რომელიც  შემთხვევით იპოვნა.

ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვოს გამარჯვებით.

გაათავისუფლეთ შურისაგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.

ასწავლეთ წიგნების ფასი და ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ...

ასწავლეთ, რომ დამარცხება უფრო ფასეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.

ასწავლეთ მათ საკუთარი იდეების რწმენა იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ხვები არ ეთანხმებიან.

ასწავლეთ რომ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.

ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა ... და ამასთან კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ...

თუ შეგიძლიათ ,ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

ასწავლეთ , როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.

უთხარით,  ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და  ადამიანთა მიმართაც რწმენასაც არ დაკარგავს.......